პროტესტი მოლდოვაში

მოლდოვის დედაქალაქში სახელმწიფო ენის სახელწოდების შეცვლას აპროტესტებენ

6 მარტს მოლდოვის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადამიანები პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას აპროტესტებ, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად მოლდოვურის ნაცვლად რუმინული ენა ჩაიწერება. აქცია კიშინიოვში საკონსტიტუციო სასამართლოს (სსკ) შენობასთან იმართება.

აქციაზე სიტყვით PSRM-ის დეპუტატი, ვასილ ბოლეა გამოვიდა და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს
"პოლიტიკური აბსურდი" უწოდა. აქციაზე ასევე კომუნისტების პარტიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ვლადიმერ ვორონინმა ისაუბრა. მისი თქმით, კონსტიტუციაში ენის სახელწოდების შეცვლის საკითხი ეროვნულ რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს. 

სოციალისტებისა და კომუნისტების პროტესტის პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან კონტრაქცია მიმდინარეობს. ჩხუბის აღსაკვეთად მომიტინგეთა ჯგუფებს შორის პოლიციაა განთავსებული.

 28 თებერვალს მოლდოვის პარლამენტმა პირველი მოსმენით კანონპროექტი მიიღო, რომელიც სახელწოდება მოლდოვური ენის რუმინულით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ნებისმიერი კანონში არსებული ისეთი სიტყვათშეთანხმებები, როგორებიცაა მოლდოვური ენა, ოფიციალური ენა, მშობლიური ენა უნდა ჩანაცვლდეს რუმინული ენით.

კომენტარები