კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

სამადაშვილი: უახლოს დღეებში ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას

თქვენ ნახეთ, რომ დღეს კანონპროექტი, ფაქტობრივად, მიმდინარეობს ძალადობრივი განხილვის რეჟიმში. ცხადია, რომ ძალადობას აქვს ადგილი იქ, სადაც არ გამოხატავს პროცესი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. მინდა საზოგადოებას მივმართო, მხოლოდ მტკიცე და ერთიანი ბრძოლით შევძლებთ ჩვენ ამის გაჩერებას. დიდი მადლობა უამრავ ადამიანს, ვინც დღეს დილით ადრე პარლამენტის შენობასთან მოვიდა. თქვენ იცით, რომ უახლოეს დღეებში ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას, დღეს გაიმართება კონსულტაციები დამატებით, ჩვენ გაცნობებთ თარიღს და ძალიან იმედი მაქვს, რომ ყველა ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს გასაბჭოება არ უნდა დაუშვას, შემოუერთდება საპროტესტო ტალღას.

ამბობს პარტია ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გამოძევების შემდეგ, სადაც აგენტების შესახებ კანონებს განიხილავენ.

კომენტარები