სერგეი ლავროვი

ლავროვი: სირცხვილია, რომ G20-ისთვის უკრაინის გარდა არაფერია საინტერესო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ნიუ დელი, ინდოეთი. 
Anushree Fadnavis/Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, სირცხვილია, რომ G20-ისთვის უკრაინის გარდა არაფერია საინტერესო. ამის შესახებ მან ინდოეთში გამართულ Raisina Dialogue-ის კონფერენციაზე ისაუბრა.  

Raisina Dialogue-ი იმ მცირე საერთაშორისო კონფერენციებიდან ერთ-ერთია, რომელიც რუსეთს კვლავ ეპატიჟება. მას ესწრებიან აკადემიკოსების, დიპლომატები და ბიზნესმენები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

"[G20] ჩამოყალიბდა 1999 წელს ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების დონეზე. შემდეგ კი 2008 წელს ის გახდა G20-ის სამიტი. არავინ არაფერზე დარდობდა, გარდა ფინანსებისა და მაკროეკონომიკური პოლიტიკისა, რისთვისაც შეიქმნა G20. დღეს უკრაინის გარდა არაფერია საინტერესო G20-ისთვის. ეს არის სირცხვილი". - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედა უკრაინის ომმა რუსეთის ენერგეტიკულ ინტერესებზე, ლავროვმა აღნიშნა, რომ ეს არის ომი, რომლის შეჩერებას რუსეთი ცდილობს და რომელიც რუსების წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის გამოყენებით წამოიწყეს. საუბრისას მას სიტყვა დამსწრეთა სიცილითა და უკმაყოფილების გამომხატველი ხმებით შეაწყვეტინეს.

კომენტარები