კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

წულუკიანი რუსულ კანონზე: გამჭვირვალობა ვისაც არ გინდათ – რატომ არ გინდათ?

ჩვენ ვართ იმ რეალობაში, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ არის მოწადინებული, იყოს ჩართული სახელმწიფოს მართვაში. თუ შენ გინდა, რომ იყო სახელმწიფოს მართვაში ჩართული, თუ მე, ხელისუფლებას უნდა მიბრძანო, რა გავაკეთო - მარჯვნივ წავიდე თუ მარცხნივ და ასეთი კანონი მივიღო თუ ისეთი, უნდა გქონდეს რაღაც ტიპის ანგარიშვალდებულება იმ საზოგადოების წინაშე, რომლის სიკეთისთვისაც შენ გინდა, რომ მართო საჯარო პროცესები.  

გამჭვირვალობა ვისაც არ უნდა, მე მაქვს კითხვა - რატომ არ გინდათ? მაგრამ დასახელება აგენტი, რაც არ უნდა არსებობდეს ეს ამერიკულ, ფრანგულ, დასავლურ ქვეყნებში დამკვიდრებულ ტერმინად, შეიძლება, საქართველოს რეალობაში იყოს რაღაცნაირად უხეში. მაგრამ, მთავარ კითხვას უპასუხოს ყველამ - გინდათ თუ არა გამჭვირვალობა? თუ არ გინდათ, რატომ? 

ამბობს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი იმედის ეთერში "აგენტების" რუსულ კანონზე საუბრისას. 

კომენტარები