ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი სუბარზე: მალე მოუწევს, რომ რუსული პასპორტი აიღოს და მოსკოვში "მოხიოს"

აქ არის რუსი, პუტინისტი სოზარ სუბარი. პირდაპირი მნიშვნელობით, მიცვალებულის სიფათი აქვს. მასაც ოთარ ფარცხალაძესავით მალე მოუწევს, რომ რუსული პასპორტი აიღოს და მის ენაზე რომ ვთქვათ, მოსკოვში მოხიოს. ეს არის ამათი ბოლო. ჩვენ საქართველოს კონსტიტუციის დაცვა ფიზიკურად გვიწევს, რადგან ჩვენი პროდასავლური კურსი კონსტიტუციით არის გარანტირებული. ამათ ანტიკონსტიტუციური, ანტიდასავლური, ანტიევროპული, პუტინისტური და რუსული კანონი შემოაქვთ. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისტორიაში ჩაიწერებიან, როგორც პუტინისა და კრემლის მსახურები და რუსების აგენტები.

თქვა პარლამენტიდან პირდაპირი ჩართვის დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატზე, მოძრაობა ხალხის ძალის წევრზე, სოზარ სუბარზე. კომიტეტის სხდომაზე რუსული, ე.წ. "აგენტების კანონის" განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა, დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის გამო, სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება. პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ პარლამენტთან და სხდომათა დარბაზთან. 

კომენტარები