ვანო მერაბიშვილს საქართველოში საჯარო პოლიტიკა არ აინტერესებს, ეს უამრავჯერ უთქვამს. ის, რომ ის ოპოზიციურად განწყობილი იქნება და ეცდება, რომ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მის პოლიტიკურ კუბოზე კენჭი იქნება, დიდი ქვა იქნება თუ ლოდი იქნება, რომ დადოს, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ვისაც რუსეთი და ამ ქვეყნის 1921 წელში დაბრუნება არ უნდა, ყველა ადამიანთან უნდა ვითანამშრომლოთ და ვესაუბროთ. და ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, ვინც თავის დროზე რეფორმებთან იყვნენ დაკავშირებული. შემდეგ კი არჩევნები წააგეს და წავიდნენ, ამ ხალხმა არჩევნების გზით ხელისუფლება გადააბარა. შეიძლება, რომ 11 წლის თავზეც კიდევ პროპაგანდამ ეს სახელები და გვარები თავს მოგვახვიოს?
tbl.ge/6af8
დაკოპირდა

ასე უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა TV პირველის კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად ჩართულია ვანო მერაბიშვილი პარტიის ყოველდღიურობაში და რამდენად აქვს მასთან კომუნიკაცია.
ამავე თემაზე
- უგრეხელიძე: სანამ ოპოზიცია არ გაემიჯნება ფედერალისტებს, იქნება ჩერგოდამოკიდებული იმპოტენტი
- ბოკუჩავა აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჯონ ტუნს შეხვდა
- ენმ ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეტანას იწყებს
- ბოკუჩავა: ვმუშაობთ, რომ უვიზო მიმოსვლა მარტო რეჟიმის წარმომადგენლებისთვის შეჩერდეს
- ენმ: ლევან ხაბეიშვილი დააკავეს




