ლუკა ჩიქოვანი

ქართველი მსახიობი ლუკა ჩიქოვანი ახალ ფილმში დევიდ ბოუის როლს შეასრულებს

Befunky

ქართველი მსახიობი ლუკა ჩიქოვანი ახალ იტალიურ ფილმში დევიდ ბოუის როლს ითამაშებს. ინფორმაციას თავად მსახიობი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მაგარი ამბავი! ახალ ფილმში დევიდ ბოუი-ზიგი სტარდასტს ვითამაშებ. მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოგვითხრობს იმ შინაგანი ქორწინების შესახებ, რომელიც ბოუის ქალურ და კაცურ მხარეებს შორის მოხდა. უდიდესი პატივია ვითამაშო ამ როკ ვარსკვლავის როლი, ძალიან მიჯაჭვული ვარ დევიდ ბოუიზე, რადგან, ის ყოველთვის იცვლებოდა. მეც არაერთხელ შევიცვალე და წლების განმავლობაში მეგონა, რომ ეს ცუდია, მერე მივხვდი, რომ საკუთარი თავის შესაცნობად მუდამ ტრანსფორმაციაში უნდა ვიყოთ". – წერს ჩიქოვანი.

დევიდ ბოუის შესახებ მოკლემეტრაჟიან ფილმს ჯიადა ჩეოტა იღებს, პროექტის ოპერატორი ლეონარდო კურცია. 

ლუკა ჩიქოვანი ქართველი მსახიობია. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Happy Lazaro, House of Gucci, La Prima Regola.

კომენტარები