რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: ახლა უნიკალური ვითარებაა კონფლიქტის დასამთავრებლად

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი

"ახლა უნიკალური სიტუაცია დალაგდა (მე ამას ვხედავ და ინტუიციურად ვგრძნობ), როდესაც შესაძლებელია წერტილი დავუსვათ ამ კონფლიქტს. შეიძლება, ასეთი მეორე არც იყოს". – ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ჩინურ მედიასთან ინტერვიუში. 

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე მზად იყო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

"რუსეთი დღეს მზად არის გადადგას ნაბიჯები მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. ის პირველი დღეებიდან ამას აკეთებდა: მშვიდობიანი დარეგულირების ორი რაუნდი ჩატარდა ბელარუსში, შემდეგ ისინი (მოლაპარაკებების მონაწილეები) წავიდნენ სტამბოლში, შემდეგ კი საერთოდ უარი თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ მაგიდაზე დარეგულირების გეგმა იდო. [...] მჯერა, რომ დასავლეთი და ამერიკა კიევი წააქეზეს, რათა არ აწარმოოს არანაირი მოლაპარაკება". – ამბობს ლუკაშენკო.

25 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 თებერვალს ჩინეთში ჩავა

"ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის მოწვევით, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 თებერვლიდან 2 მარტამდე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ესტუმრება". - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰუა ჩუნინგმა. 

კომენტარები