ჩემი ოთახი

2 მარტიდან თბილისის კინოთეატრებში სოსო ბლიაძის ფილმი "ჩემი ოთახი" გამოვა

Cavea

2 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში სოსო ბლიაძის ბოლო ფილმი ჩემი ოთახი გამოდის.

ჩემი ოთახი 2022 წლის ყველაზე ტიტულოვანი ქართული ფილმია. სურათმა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე მთავარი როლის შემსრულებლებს თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიის ჯილდო მოუტანა. სურათი ასევე ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებულია.

სურათი ასევე ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა 2022 წლის 50 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა. 

"მთავარი გმირი თინა ოთახს ქირაობს და სახლის პატრონთან, მეგისთან ერთად ახალ ცხოვრებას იწყებს. ერთმანეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ახალგაზრდები დროსთან ერთად მეგობრდებიან, მოგვიანებით მათი ურთიერთობა სექსუალურ ხასიათს იღებს, თინა კი საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს იბრუნებს". – წერია BFI-ს საიტზე.

ფილმი მინიმალური ბიუჯეტით, მეგობრებმა, პანდემიის მსვლელობისას გადაიღეს.

ჩემი ოთახის სეანსებზე ბილეთების შეძენის მსურველები ეწვიეთ ამ ბმულს

 

კომენტარები