აშშ-რუსეთი

გუბერნატორის გადაწყვეტილებით, ბაიდენს რუსეთში, პენზის ოლქში შესვლა აეკრძალა

აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში, პენზის ოლქში შესვლა აეკრძალათ - გადაწყვეტილება ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ მელნიჩენკომ მიიღო

მანამდე, აშშ-მ სანქციები დაუწესა 9 მინისტრს და 40-ზე მეტი ოლქის გუბერნატორს - მათ შორის, ოლეგ მელნიჩენკოსაც. 

"სიამაყით გაცნობებთ, რომ აშშ-მ ჩემ წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. სასიამოვნოა რუსეთის 45 რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად მოხვედრა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. მეტიც, ვერ ვიტყვი, რომ გაკვირვებული ვარ ჩემ წინააღმდეგ სანქციებით.

[...] გავეცი ბრძანება, აეკრძალოს აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მისი ოჯახის წევრებს პენზის ოლქის ტერიტორიაზე შემოსვლა. ჩვენი რეგიონი არ მიესალმება საკუთარ ტერიტორიაზე ისეთ ადამიანებს, რომელთაც ხელებზე ათასობით მშვიდობიანი ადამიანის სისხლი აქვთ, ვინც თავს უფლებას აძლევს, შეურაცხყოფა მიაყენოს რუსეთს და მის მოსახლეობას. ჩვენ ასეთი ადამიანები არ გვჭირდება". - დაწერა მან Telegram-ზე. 

კომენტარები