თეა წულუკიანი

წულუკიანი ხაბეიშვილზე: როცა ტაკიმასხარა ხარ, ძნელია, აქციებით ცვლილებას ჩაუყარო საფუძველი

ლიდერების რეპუტაციას და ავტორიტეტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როდესაც შენ გაქვს პრეტენზია, რომ ხალხი გააერთიანო და შემდეგ რაღაც ცვლილებებს ჩაუყარო საფუძველი სახელმწიფოში და ხარ ტაკიმასხარა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის ვითომ თავმჯდომარეს, რა თქმა უნდა, ძნელია, რამე ცვლილებას ჩაუყარო აქციების სახით საფუძველი. როდესაც რეპუტაცია განულებული აქვს პოლიტიკურ ვითომ ლიდერს, მის უკან ხალხი ვერ დადგება. ამიტომ კრიზისი და კიდევ ერთხელ პოლიტიკური კრიზისი არის ოპოზიციაში. ეს მათ თავად უნდა მოაგვარონ, ამიტომ მე შეშფოთების ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ მათ რაიმე უკანონო პროცესების მართვა შეუძლიათ, მაგრამ რაც მეტჯერ დაანახებენ თავიანთ გაკოტრებულ სახეს აქციებზე, მით უფრო კარგი იქნება. 

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. 

კომენტარები