ბადრი ესებუა

ესებუა: ტყეში ერთი დღეც არ დავმალულვარ, თავისუფლად დავდიოდი საქართველოში, დედაქალაქში

ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ მეც ბევრი მაქვს სათქმელი, სიმართლის დამტკიცების იმედი მაქვს, ხალხი ყოველთვის სიმართლის მხარესაა, ამიტომ მათი იმედი ნამდვილად მაქვს.

ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ და არ მიცხოვრია. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, ინფორმაციაზე წვდომა მქონდა და სირცხვილია, ახლა რომ იბრალებენ, თითქოს მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავადგილდებოდი მთელს საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე წელი ან წელიწადნახევარი ვიმყოფებოდი. საბოოლოოდ კი აქ 2022 წლის იქტომბერში დავბრუნდი. ვცხოვრობდი ბათუმში, ასევე თბილისში. დედაქალაქში მეტროთი გადავაადგილდებოდი, რადგან ეს უსაფრთხო იყო. 

TV პირველისთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში, აღნიშნავს ბადრი ესებუა.  საქართველოს ბანკზე თავდასხმისთვის ესებუა 2 წელი იძებნებოდა. ის 8 თებერვალს დააკავეს.

კომენტარები