ჯო ბაიდენი

ბაიდენი: ამ ეტაპზე უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების მიწოდებას გამოვრიცხავ

Bloomberg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთგზის საჯარო მოწოდების მიუხედავად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოწინავე ამერიკული გამანადგურებლების უკრაინაში გაგზავნა ამ ეტაპზე გამორიცხა.

ABC News-თან ინტერვიუში, შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ უკრაინას ახლა F-16 თვითმფრინავები სჭირდება, ბაიდენმა უპასუხა: "არა, მას ახლა F-16-ები არ სჭირდება. ამ ეტაპზე მათ მიწოდებას გამოვრიცხავ".

"ჩვენ მას ვუგზავნით იმას, რასაც ჩვენი გამოცდილი სამხედრო ფიქრობს, რომ მას სჭირდება. უკრაინას სჭირდება ტანკები, არტილერია, მას სჭირდება საჰაერო თავდაცვა, მათ შორის კიდევ ერთი HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემა". - თქვა ბაიდენმა ინტერვიუში.

კომენტარები