ორშაბათიდან ვიწყებთ აქციებს, პერმანენტულს. შევიკრიბებით, ამ საბჭოში შემოვა ყველა აქ მყოფი პარტიები: ნაციონალური მოძრაობა, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი... ყველა პარტიას დაველაპარაკებით კიდევ ერთხელ და ვიტყვით, რომ ძალა ერთობაშია! აი, ეს გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ფესვებთან. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მონობა, რომელიც აქ არის. აი, მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდზე, მაშინ ექნება ფასი ჩვენს თანადგომას და სოლიდარობას, თორემ ახლა, უკუდო ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო... ეგ არის ჩვენი რეალობა.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
აკია ბარბაქაძე: ყველა პარტიას დაველაპარაკებით კიდევ ერთხელ და ვიტყვით, რომ ძალა ერთობაშია
tbl.ge/6a7z
დაკოპირდა

მიმართა ქართველ ხალხს მოძრაობა თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე.
ამავე თემაზე
- უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
- ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
- "ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს
- FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
- პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ




