20 ივნისი

გახარია: მოვა დრო და ბევრს, ორივე მხრიდან, 20 ივნისის თემის აწევის გამო შერცხვება

20 ივნისს ბევრად უფრო დიდი რუსული საქმე იყო პარლამენტში შეჭრა, ისე, როგორც აკეთებდნენ და ძალოვნებზე თავდასხმა, რომელიც იქ ხდებოდა. ესეც იყო სუფთა რუსული საქმე და შედეგობრივად რომელი საქმე იქნებოდა რუსეთისთვის უფრო სასარგებლო, ეს კაციშვილმა არ იცის. მეორე, გაითვალისწინეთ, ვინ დააინიცირა საქართველოს პარლამენტში ამნისტია 20 ივნისთან დაკავშირებით. მე და ჩემი გუნდი ვიყავით ხალხი, რომელიც ამ ამნისტიას ვეწინააღმდეგებოდით. მე და ჩემი გუნდი ვიყავით ხალხი, ვინც ამბობდა, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს მხოლოდ რიგით პოლიციელებს და მხოლოდ მოქალაქეებს და არცერთ შემთხვევაში, არცერთ პოლიტიკურ პირს. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ვინ არის დაინტერესებული, რომ 20 ივნისი ძირეულად არ იყოს გამოძიებული და მე ამ თემას ახლა ჩამოვკიდებ ჰაერში და ამის დროც მოვა, რომ ბევრს, როგორც ერთი მხირდან, ისე მეორე მხრიდან შერცხვება 20 ივნისის თემის აწევის გამო. 

ამბობს პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია. 

კომენტარები