ქართული ოცნება

კობახიძე: ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები და ძალიან დაგვაზიანეს სხვადასხვა ეტაპზე

ჯაშუშები არიან ქართულ პოლიტიკაში. საიდან არიან ისინი მართულები, ვინ არიან და ა.შ. ამას არ ვიტყვი. მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენს გუნდშიც იყვნენ თავის დროზე ასეთი ადამიანები და იყვნან ასევე ჯაშუშის ჯაშუშები ასე ვთქვათ, აგენტის აგენტები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დიდ სახელმწიფოებს, შეიძლება ეს დიდი სახელმწიფო იყოს ბოროტი, შეიძლება იყოს კეთილი - ბოროტი და კეთილი არც არსებობს დიდ პოლიტიკაში, მაგრამ ნუ... მათ აქვთ, ბუნებრივია, საკუთარი ინტერესები, ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს აქვს იმის ინტერესი, რომ პატარა სახელმწიფოში გარკვეული ტიპის ინტერვენცია განახორციელოს და რა თქმა უნდა, მათ შორის, ეს ხორციელდება ჯაშუშების მეშვეობით. 

მარტო ინფორმაციის გატანაზე არაა საუბარი, მათ [ქართულ ოცნებაში მყოფმა ჯაშუშებმა] ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე და ძალიან დააზიანეს ჩვენი გუნდი სხვადასხვა ეტაპზე. მაგრამ ყოველ ჯერზე მოვახერხეთ პრობლემებიდან სათანადოდ გამოსვლა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

კომენტარები