აშშ-რუსეთი

პუტინი: აშშ ბირთვული იარაღის გამოცდას განიხილავს, თუ ამას გააკეთებენ, ჩვენც გამოვცდით

ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, ვაშინგტონში ზოგიერთი მოხელე უკვე საკუთარი ბირთვული იარაღის გამოცდაზე ფიქრობს, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ახალი სახის ბირთვული საბრძოლო მასალის შემუშავება მიმდინარეობს. ასეთი ინფორმაცია არსებობს. ამ სიტუაციაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და როსატომმა უნდა უზრუნველყონ რუსული ბირთვული იარაღის გამოცდის მზაობა. რა თქმა უნდა, პირველი ამას არ გავაკეთებთ, მაგრამ თუ აშშ გამოცდას ჩაატარებს, ჩვენც ჩავატარებთ.

თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვაში. რუსეთი აჩერებს სტრატეგიული თავდასხმითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომის, იგივე New START-ის შეთანხმებას, რომელიც მოსკოვმა აშშ-სთან 2010 წელს გააფორმა და ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა.

კომენტარები