რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-უკრაინის ურთიერთობის მთელ ისტორიაში" – ზელენსკი

"დემოკრატიულმა სამყარომ ეს ისტორიული ომი უნდა მოიგოს". - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ სატელევიზიო გამოშვებაში.

"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-უკრაინის ურთიერთობის მთელ ისტორიაში. ის ხაზს უსვამს ჩვენ მიერ მიღწეულ შედეგებს. დღევანდელი მოლაპარაკებები იყო ძალიან ნაყოფიერი". - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბაიდენის ვიზიტის შედეგები აუცილებლად აისახება ბრძოლის ველზე.

"ვიცი, რომ უკრაინის მხარდაჭერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი მზადდება... ეს მკაფიოს გახდის, რომ რუსეთის აგრესია ხელმოცარულია. უკრაინა თქვენი მადლიერია, ბატონო პრეზიდენტო". - მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტს. 

20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევს ომის დაწყების შემდეგ პირველად, დაუგეგმავად ესტუმრა

კომენტარები