რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: ერთი წლის წინ პუტინს ეგონა, რომ გვაჯობებდა, ის აბსოლუტურად ცდებოდა

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, პრეზიდენტის სასახლეში, 2023 წლის 20 თებერვალი
უკრაინის პრეზიდენტი

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევში დაუგეგმავ ვიზიტთან დაკავშირებით საკუთარ Twitter-ზე წერს.

"ერთი წლის განმავლობაში აშშ-მ შექმნა სახელმწიფოთა კოალიცია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, რათა უკრაინას უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანადგომით დახამრებოდა. ეს დახმარება გაგრძელდება.

როდესაც თითქმის ერთი წლის წინ პუტინმა შეჭრა წამოიწყო, ის ფიქრობდა, რომ უკრაინა სუსტი იყო, დასავლეთი კი დაქსაქსული. მას ეგონა, რომ გვაჯობებდა, მაგრამ ის აბსოლუტურად ცდებოდა. 

მაშინ, როცა რუსეთის დაუნდობელი თავდასხმის წლისთავს ვუახლოვდებით, მე დღეს ვარ კიევში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად და მე ხელახლა ვადასტურებ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ". – წერს ჯო ბაიდენი.

ჯო ბაიდენმა გაავრცელა ამავე შინაარსის განცხადებაც, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ უკრაინისთვის ახალი მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის მიღებასა და რუსეთის ელიტის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს.

კიევში ჩასულ ბაიდენს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დახვდა.

"კარგია კიევში დაბრუნება". – თქვა ბაიდენმა ჩასვლისას. 

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, არ უნდა არსებობდეს ეჭვი, რომ უკრაინისთვის ამერიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

როგორც ამერიკული მედია The New York Times-ი წერს, ბაიდენი უკრაინაში მატარებლით ჩავიდა.

20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევს ომის დაწყების შემდეგ პირველად, დაუგეგმავად ესტუმრა. 

კომენტარები