საქართველო-აშშ

ვოლკერი: ბრალდებები, რომ აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, ნონსენსია

კურტ ვოლკერი
EPA

NATO-ში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრალდებები, რაც საქართველოში იმასთან დაკავშირებით ისმის, რომ აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, ნონსენსია.

"ყველა ეს მოვლენა ერთმანეთს უკავშირდება. იქნება ეს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია, თუ ახლა, ეს ძალისხმევა იმისა, რომ კიშინიოვში მთავრობა შეიცვალოს, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას. რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროები გამოაცხადოს და მთელ რეგიონში დომინირება მოახდინოს. საქართველოში გვესმის ბრალდებები, რომ აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, რაც ნონსენსია. ამას არავინ ცდილობს. მაგრამ, ვფიქრობ, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი ძალიან საშიშ და მავნე როლს თამაშობს მთელი რეგიონის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ რუსული აგრესიის სხვადასხვა ტიპისადმი წინააღმდეგობის გაწევაში, ჩვენ ყველა ამ ქვეყანას მხარი დავუჭიროთ". - ამბობს ვოლკერი.

ვოლკერის თქმით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ როცა უკრაინა გაიმარჯვებს და ამ ომიდან სუვერენული, დამოუკიდებელი და ევროპული დემოკრატიის ქვეყნად გამოვა, „საქართველოს არ უნდა სურდეს, რომ ამ პროცესს ჩამორჩეს. ის უნდა იყოს იმ მოძრაობის თითოეული ნაბიჯის ნაწილი, რომლის მიზანიც უსაფრთხო და დემოკრატიული ევროპაა".

 

კომენტარები