თავიდან გალერეის გუნდი და ხელმძღვანელობა დაბნეული იყო, რადგან არ იყო მათთვის ცნობილი, რომ მხატვარმა გაიტაცა საკუთარი ნამუშევარი. თუმცა, რაც არ უნდა შენი ნამუშევარი გაიტანო გალერეიდან…
მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს მე და თქვენ, რომ ფიროსმანი გაცოცხლდა. გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი. ექნებოდა თუ არა მას ამისი უფლება? ძალიან ფილოსოფიური და საინტერესო კითხვაა. თუ მივცემდით უფლებას, ალბათ, იმასაც დავაყოლებდით, რომ ფიროსმანი ფიროსმანია.