დისკუსია, დავითი დნიპროზე - მე ამას ვუყურებ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ძალისხმევის მართებულ ანალოგიად. თუმცა წლევანდელ წელს სულისკვეთება დნიპროს გარდა, სხვა მდინარეების მახლობლადაც გამოვლინდა. მათ შორის, შპრეეს, სენას, ტემზას, პოტომაკის, ვისლასა და ტიბრის ნაპირებზე. ახლა დავითი ჩვენ, ყველას გვაერთიანებს. მთელი თავისუფალი სამყარო დავითია. გოლიათი ჩვენი ცხოვრების დასანგრევად მოვიდა და მისი დამარცხების გარდა, სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია. დავითად ყოფნა ნიშნავს იბრძოლო და ჩვენც ვიბრძვით. დავითად ყოფნა გულისხმობს ისრაელისგან მიღებული შურდულის ქონას. ეს შურდული ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს, თუმცა ვფიქრობ ეს დროებითია. მსურს მადლიერება გამოვხატო თქვენი მხარდაჭერისთვის, ფინანსური დახმარებისა და იარაღისთვის. მადლობა ყველა ჩვენს პარტნიორსა და გულშემატკივარს, რომელიც დღეს აქ არის. მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც უკრაინელ დავითს საბრძოლველად შურდულს აწვდის. რუსი გოლიათი უკვე მარცხდება.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ვოლოდიმირ ზელენსკი: მთელი თავისუფალი სამყარო დავითია, რუსი გოლიათი უკვე მარცხდება
tbl.ge/69wl
დაკოპირდა

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომივოლოდიმირ ზელენსკიმიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაუკრაინის დახმარება
ამავე თემაზე
- ზელენსკის თქმით, უკრაინა მოკავშირეებისგან Patriot-ის დამატებით რაკეტებს მიიღებს
- რუსეთის საგარეო: უკრაინის მხარდაჭერა NATO-ს ქვეყნებს ომის თანამონაწილეებად აქცევს
- უკრაინამ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობობიექტებზე იერიშები მიიტანა
- პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ
- უკრაინამ აზოვის ზღვაში 12 რუსულ ტანკერზე იერიში მიიტანა




