კრიმინალი

ბათუმში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ბათუმში, მეჩეთთან ჩვილი იპოვეს. ახალშობილი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში ინტერპრესნიუსს უთხრეს, ახალშობილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ორ წლამდე.

კომენტარები