კრიმინალი

რეალური უოლტერ უაითი – ინდიანაში მასწავლებელი მეტამფეტამინით ვაჭრობისთვის დააკავეს

Befunky

ინდიანაში, ქალაქ ლაფაიეტში პოლიციამ კოლეჯის მასწავლებელი სერგეი მაჩერეტი დააკავა. პედაგოგს მეტამფეტამინის შენახვა და ვაჭრობა ედება ბრალად.

მაჩერეტის წინააღმდეგ პოლიციაში ლაფაიეტის მაცხოვრებელმა რამდენიმე ქალმა განცხადება შეიტანა. ბრალმდებლების თქმით კოლეჯის მასწავლებელმა მათ რამდენჯერმე სექსის სანაცვლოდ მეტამფეტამინი შესთავაზა.

მასწავლებელი დაკავებიდან რამდენიმე დღეში, $500 ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, თუმცა ძიება არ დასრულებულა და მაჩერეტს შესაძლოა პატიმრობა მოუწიოს.

მაჩერეტი პურდიუს კოლეჯში ასწავლიდა. დაწესებულების წარმომადგენლის თქმით ამ მასწავლებელი დათხოვილია, კოლეჯი კი მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

მედიაში მაჩერეტს რეალური უოლტერ უაითი შეარქვეს. უოლტერ უაითი სერიალ Breaking Bad-ის მთავარი გმირი, სკოლის მასწავლებელია, რომელიც მეტამფეტამინის დამზადებას და გაყიდვას იწყებს.

კომენტარები