რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პისტორიუსის თქმით, გერმანია უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას სამომავლოდ განიხილავს

ბორის პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, ამჟამად პრიორიტეტული უკრაინის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გერმანიამ უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე იმსჯელოს. 

ბორის პისტორიუსის განმარტებით, საჰაერო სივრცის დასაცავად გამართული თავდაცვის სისტემა და შესაბამისი საბრძოლო აღჭურვილობაა საჭირო.

"მომდევნო ნაბიჯების შესახებ მსჯელობის დაწყებას მხოლოდ მას შემდეგ აქვს აზრი, თუ უკრაინის ცა 3-4 თვის განმავლობაში უსაფრთხო ზონა იქნება. ჯავშანტექნიკის მიწოდება მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს გონივრული". - ამბობს თავდაცვის მინისტრი გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 

კომენტარები