კრიმინალი

"დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი" – შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა

IPN

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეცოპერაცია ჩაატარა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. 

"დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. მათგან წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით". - თქვა მან მედიასთან საუბრისას. 

უწყება ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. 

კომენტარები