მიხეილ სააკაშვილი

მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: სიკვდილის პირას არის, ასეთ მდგომარეობაში ადამიანი არ მინახავს

ვაზიარე და წამოვედი, ძალიან მაგვიანდება, სინოდის სხდომაა. მე ასეთი არაფერი მინახავს, სააკაშვილი კი არა, საერთოდ, ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. ხელი აქვს ჩავარდნილი, წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? ისეთი გამხდარია, განლევა არის კუნთების. ღრმული აქვს ხელზე. იწვა, ძლივს ლაპარაკობს, თვითონაც მითხრა, მე ასე ცუდად არ ვყოფილვარო. მუცლის შიდა არეში აქვს ტკივილი დაწყებული. 

სიკვდილის პირას არის ნამდვილად. შემიძლია, ღვთის წინაშე ვთქვა, ტყუილი არ მითქვამს და არც არასოდეს ვიტყვი, რაც არ უნდა მოხდეს, იმედი მაქვს. ტყუილს არ ვამბობ - ძალიან ცუდად არის. თუ მკვლელობის განაჩენი არ აქვს გამოტანილი, სასწრაფოდ გასაშვებია უცხოეთში. 

ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. 

კომენტარები