საქართველოს ხელისუფლება ორივე სცენარისთვის ემზადება: თუ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, მაშინ იტყვიან, რომ მათ მიაღწიეს ამას, შეეცდებიან სასურველი შედეგის მითვისებას და პოლიტიკური ქულების დაწერას. თუ არ მოგვცემენ, მაშინ შეეცდებიან დასავლეთის დემონიზებას და იტყვიან, რომ მათ ჩვენ არ ვუნდივართ, რომ საქართველოც უნდოდათ ომში ჩაბმულიყო და გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაზეც ერთი წელია საუბრობენ. ამ ტყუილს თავიანთი პროპაგანდით ატრიალებენ მედიაში. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 2012 წელს, როდესაც დამარცხების შემდეგ ჩვენ მათ გადავეცით ხელისუფლება, საქართველოს მოსახლეობამ მათთან გააფორმა კონტრაქტი, რომ დასავლური ვექტორი არ შეიცვლებოდა და რომ ოლიგარქი ივანიშვილი მოიტანდა მეტ კეთილდღეობას, მეტ დემოკრატიასა და თავისუფლებას. თუმცა, ივანიშვილმა გამუდმებით დაარღვია ეს კონტრაქტი საქართველოს საზოგადოებასთან და თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ქართველი ხალხიც დაარღვევს ამ შეთანხმებას. სწორედ ამის ეშინია ივანიშვილს და სწორედ ამიტომ უნდა, რომ სააკაშვილი იყოს იზოლირებული. მიხეილ სააკაშვილის კალიბრის პოლიტიკოსი, თავისი ქარიზმით, დრაივით და ბექგრაუნდით შეძლებს გავლენის მოხდენას ქართულ საზოგადოებაზე, რათა მან, თავისი მხრიდან, ასევე გაწყვიტოს შეთანხმება ბიძინა ივანიშვილთან.
tbl.ge/69pd
დაკოპირდა

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი გადაცემა Фейгин Live-ში.
ამავე თემაზე
- ხაბეიშვილი: გაუგებარია ალიანსში "შედი-გადი", იმიტომ გვჭირს, რომ არავინ ვიცით, რას ვაკეთებთ
- თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი
- "არც დავადასტურებ და არც უარვყოფ" – წითლიძე ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე
- ბოკუჩავა: გულდასაწყვეტია, როცა ერთ დღეს ნდობის მანდატს იღებ, შემდეგ კრიტიკანარევ პოსტებს
- წითლიძე: არასწორი გადაწყვეტილებები გაგრძელდება, სანამ ენმ-ში დემოკრატია არ დამყარდება




