ევროპარლამენტი

ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტარი მარკ ტარაბელა დააკავა

Emilie Gomez/European Union

10 თებერვალს ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტარი, მარკ ტარაბელა, რომელიც საკუთარი პარტიიდან - სოციალისტებიდან უკვე გააძევს, კორუფციული საქმიანობის გამო დააკავეს

პროკურატორის პრესსპიკერმა ევროპარლამენტარის დაკავება დაადასტურა. 

ბელგიის პოლიციამ, ასევე, გაჩხრიკა ევროპარლამენტარის, კოზოლინოს სახლი, მისი ოფისი კი ევროპარლამენტში დალუქულია.

ევროპარლამენტის სპიკერის მოადგილის, დელფინ კოლარდის თქმით, მიმდინარე საქმეზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა დაადასტურა, რომ ევროპარლამენტი პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზადაა. 

საპარლამენტო ანგარიშების თანახმად, სავარაუდოდ, ტარაბელას და კოზოლინოს ბრალი კორუფციაში, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობასა და ფულის გათეთრებაში ედებათ.

ტარაბელაც და კოზოლინოც უარყოფენ დანაშაულს.

კომენტარები