არჩევნები 2024

ბოკერია: საუბარი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, ივანიშვილის რეჟიმის წისქვილზე წყლის დასხმაა

მეც ვუშვებ და დიდ საფრთხეს ვხედავ, რომ ამ ტიპის რეჟიმმა გაწიოს წინააღმდეგობა კვლავ და ცადოს არმიღება საარჩევნო მარცხის. ჩვენ ვნახეთ 2020 წელს, რომ მანიპულაციებით მოგებული და წაგებული შეცვალა, ეს სრულიად რეალისტურია, რომ ასე მოხდეს. მაგრამ ყველაზე მოკლე გზა არის, ახლა როგორც ჩანს, იმხელა უპირატესობის მოპოვება 2024-ში, ბევრად მეტის ვიდრე იყო 2020-ში, რომ ამის გაკეთება იყოს ძალიან ძნელი და თუ მაინც გარისკავს  მაგ მომენტისთვისაც უნდა იყოს ის ატმოსფერო, რაც იყო უკრაინაში მაიდნის დროს. ეს არ არის სასურველი, მაგრამ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუ არ ვიქნებით მზად, ახლავე საუბარი, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, არის პირდაპირი გაგებით ჩვენი ქვეყნის მომავლის მტრის წისქვილზე, ივანიშვილის რეჟიმზე წყლის დასხმა. და ჩვენ, ევროპული საქართველო ამის საწინააღმდეგო კამპანიას ვეწევით.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში.

31 იანვარს, თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ თქვა, რომ "ტყუილია, რომ ოცნებას არჩევნებს მოვუგებთ და ხალხისთვის თავის მოწონება იქნება თემა".

კომენტარები