რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მტერმა მინიმუმ 70 რაკეტა ისროლა, აქედან 60 ჩამოვაგდეთ

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს, რუსეთის მიერ განხორციელებულ მორიგ საჰაერო იერიშზე ინფორმაციას ავრცელებს. ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა მინიმუმ 70 რაკეტა გაისროლეს, აქედან კი 60-ის ჩამოგდება მოხერხდა. 

"მტერმა მინიმუმ 70 რაკეტა გაისროლა მორიგი მასიური თავდასხმისას. აქედან, მინიმუმ 60-ის ჩამოგდება მოხერხდა. მათი მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა იყო. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც". – ამბობს ზელენსკი.

10 თებერვალს უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა

საჰაერო შეტევის მაუწყებელი სიგნალი უკრაინაში დილის 08:27 საათიდან დაიწყო. რამდენიმე წუთში განგაში მთელ უკრაინაში გამოცხადდა. 

გამაფრთხილებელი სიგნალი საჰაერო თავდასხმის მაუწყებელია და მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს.

რუსულმა სამხედრო ძალებმა 10 თებერვალს ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე მიიტანეს იერიში. მათი მთავარი სამიზნე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. შედეგად, ხარკოვში 150 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომენტარები