შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი: თუ დღეს ვინმე აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს განასახიერებს, ქართული ოცნებაა

ბატონმა არმაზ ახვლედიანმა იკითხა, რითი შევიდა დავით აღმაშენებელი საქართველოს ისტორიაშიო და თქვა, ის იმით შევიდა, რომ სწორი მიზნები ჰქონდა დასახულიო. არ გეთანხმებით. სწორი მიზნები ბევრ ქართველ მეფეს ჰქონდა, მაგრამ ბევრი მეფე ისე ვერ შევიდა ისტორიაში, როგორც დავით აღმაშენებელი. თუკი დავით აღმაშენებელი ისტორიაში რამით შევიდა, იმიტომ შევიდა, რომ მას სწორ მიზნებთან და მხურვალე, ცეცხლით ანთებულ გულთან ერთად, ცივი და რაციონალური გონი ჰქონდა. დავით აღმაშენებელი ისტორიაში შევიდა ცივი, რაციონალური გონითა და გადაწყვეტილებებით, საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებებით, გადაწყვეტილებებისთვის ზუსტი მომენტის მოძებნით. დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც დავით აღმაშენებელს ჰქონდა, არის სწორედ ქართული ოცნება. ქართული ოცნება ცხელი, პატრიოტული გულითა და ცივი, რაციონალური გონით იღებს გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებების სიკეთეს დღეს ჩვენ ყველა ვხედავთ - იმ სიმშვიდით, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უზრუნველყოფილი გვაქვს და იმ ეკონომიკური წინსვლით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა გრძნობს.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში წლიური შეჯამების დროს. 

კომენტარები