რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი 8 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში ჩავა

Ukrainian Presidential Press Service

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 8 თებერვალს დიდ ბრიტანეთს ეწვევა. დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის შეხვედრა. 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია დიდ ბრიტანეთში. 

"პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში მისი ქვეყნის გამბედაობის, მონდომებისა და ბრძოლისუნარიანობის დასტურია. ეს ორ ქვეყანას შორის ურყევ მეგობრობას ამოწმებს. 2014 წლიდან დიდი ბრიტანეთი უკრაინულ სამხედრო ძალებს სამხედრო წვრთნებს უტარებს, რაც მათ საკუთარი ქვეყნისა და სუვერენობის დაცვისთვის ბრძოლაში ეხმარება". - თქვა რიში სუნაკმა ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით. 

კომენტარები