მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

სირიაში ჩამონგრეული შენობიდან ახალშობილი გამოიყვანეს, დედა ადგილზე დაიღუპა

8 თებერვალს მაშველებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებიდან ახალშობილი გოგონა გამოიყვანეს.

ახალშობილის დედამ სტიქიის შემდეგ, ნანგრევებში მალევე იმშობიარა და დაიღუპა. ბაშვის მამა და 4 და-ძმაც სტიქიის შედეგად დაიღუპნენ.

შენობა, რომელშიც ახალშობილის ოჯახი ცხოვრობდა, ერთ-ერთი იყო იმ 50-დან, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ოპოზიციის მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში დაინგრა. ტერიტორია თურქეთის საზღვართანაა ახლოს.

"ჩვენ გავიგეთ ხმა, როდესაც ვთხრიდით [...] და ვიპოვეთ ბავშვი ჭიპლარით [ხელუხლებელი], ამიტომ გავჭერით და საავადმყოფოში წავიყვანეთ."

ახალშობილი ინკუბატორში გადაიღეს მაშინ, როდესაც დედა, მამა და მისი ოთხი და-ძმა ერთობლივად დაკრძალეს.

თეთრჩაფხუტიანთა ორგანიზაციის თქმით, სირიაში მიწისძვრის შედეგად 1800-მდე ადამიანი გარდაიცვალა. თეთრჩაფხუტიანები ოფიციალურად სირიის სამოქალაქო თავდაცვის სახელით არიან ცნობილნი.

კომენტარები