რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუ: უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით აშშ და მოკავშირეები ომში NATO-ს ჩართვას ცდილობენ

სერგეი შოიგუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე
კრემლი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინის კონფლიქტის მაქსიმალურად გაჭიანურებასა და კიევისთვის მძიმე იარაღის მიწოდებით NATO-ს კონფლიქტში ჩართვაში დადანაშაულა

"აშშ და მისი მოკავშირეები კონფლიქტის მაქსიმალურად გახანგრძლივებას ცდილობენ. ამ მიზნით, მათ მძიმე იარაღის მიწოდება დაიწყეს, რითაც ღიად მოუწოდებენ უკრაინას, დაიპყრონ ჩვენი ტერიტორიები. 

დიახ, ამ სახის ნაბიჯები NATO-ს კონფლიქტში რთავს და შესაძლოა, საქმე წარმოუდგენელ ესკალაციამდე მივიდეს". - თქვა შოიგუმ. 

უკრაინის დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, შოიგუმ კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც უკრაინამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს თვეებში რუსეთი 500 000-მდე სამხედროს მობილიზებას აპირებს. 

უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი 300 000-დან 500 000-მდე ჯარისკაცის მობილიზებას გეგმავს, რათა 2023 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ფრონტზე შეტევითი ოპერაციები დაიწყოს.

კომენტარები