ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს. ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფო მოქმედებს სწორედ საკუთარი პასუხისმგებლობით, ანუ, ყველა შესაბამისი სამედიცინო თუ სხვა მომსახურება არის უზრუნველყოფილი ყველა პატიმრისთვის, მათ შორის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილისთვის. რაც შეეხება ოჯახს და საახლობლო წრეს, მათი პასუხისმგებლობაა სათანადო კალორაჟის საკვების მიწოდება. გასაგებია, ჩვენ გვესმის, რომ თვითონ სააკაშვილი ითხოვს, დაბალი კალორაჟის საკვები შეუტანონ, მაგრამ ოჯახს აქვს თავისი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახს, იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების, არამედ მისი ობიექტური ინტერესების შესაბამისად.
მიხეილ სააკაშვილი
კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ ოჯახს, მიაწოდონ სააკაშვილს სათანადო კალორაჟის საკვები
tbl.ge/69hj
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამიხეილ სააკაშვილის პატიმრობაირაკლი კობახიძექართული ოცნება
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




