ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: უნდა იცოდეს ივანიშვილმაც, ღარიბაშვილმაც, რომ პოლიციასთან ერთად მოუწევთ ძილი

ქუჩის პროტესტი ჩვენი მოწოდება კი არ არის, ჩვენ გვინდა დემოკრატიულ ინსტიტუტებში დემოკრატიული პროცესები იყოს და ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს და 12 პუნქტზე ვიმუშაოთ. მაგრამ, როცა პუტინის პირად პატიმარს, პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ცინიზმით, ყოველდღიურ რეჟიმში გვაყურებენ, როგორ კლავენ, არ გამოვა მშვიდად, წყნარად ამის ყურება არც კაბინეტიდან, არც პარლამენტიდან. შესაბამისად უნდა იცოდნენ, სახლში იქნება, სადმე ბრიფინგის ჩატარებას დააპირებს - დღეს შეიძლება სადმე 100 კაცი მივიდეთ, ხვალ მივალთ 500, ზეგ მივალთ 1000, მერე მივალთ 10 000... ნაციონალური მოძრაობა გადადის საგანგებო რეჟიმზე....

უნდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმაც, ღარიბაშვილმაც, რომ პოლიციასთან ერთად მოუწევთ ძილი. მშვიდი ცხოვრება მათ რომ ჰქონდათ და გადაადგილდებოდნენ, დასეირნობდნენ სხვადასხვა ადგილებში - ვერ ექნებათ. უნდა იცოდნენ. 

თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. 

კომენტარები