მიხეილ სააკაშვილი

აუშტრევიჩიუსი: ეს არ არის ევროპული გზა, ეს არის ოპონენტის სიკვდილით დასჯა

ლიტველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუშტრევიჩიუსი გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა. 

“თბილისის, საქართველოს სასამართლომ არ გამოიჩინა წყალობა და თანაგრძნობა მძიმედ ავადმყოფი ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ. ეს არ არის ევროპული გზა, ეს არის ოპონენტის სიკვდილით დასჯა.” - წერს ევროპარლამენტარი.


თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასჯელისგან არ გაანთავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არც გადაუვადდება. 

ექსპრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაეშვათ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაცვის მხარე საჩივარს ევროსასამართლოში გაგზავნის.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლო პროცესები გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარეობდა.

კომენტარები