მიხეილ სააკაშვილი

მელია: იდეური დაპირისპირება განზე უნდა გადავდოთ და სააკაშვილისთვის ყველაფერი ვიღონოთ

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს კიდევ მეტად საგანგაშო გახდა, ვინაიდან ის იმედი, რომელიც შეიძლება არსებობდა ბევრ ადამიანში, რომ შეიძლება რაღაც საოცრება მოხდეს და გაეღვიძოს სინდისი ქართულ ოცნებას, რისი შასნიც მინიმალური იყო და ეს იმედიც გადაწურულია. ახლა მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია მაქსიმალურად საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ნაციონალური მოძრაობის გარშემო კონსოლიდაცია არ არის ადვილი, გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენს თავს მოხდა უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა, ჩვენ უნდა მოგვეხდინა კონსოლიდაცია სხვადასხვა ძალების, საზოგადოებას შევთავაზეთ ის, რაც შევთავაზეთ 9 ნოემბრის შემდეგ. ეს არის სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ახლა ყველა ძალამ პარტიის შიგნით უნდა ვიპოვოთ პირველ რიგში ძალა საკუთარ თავში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ.

მიხეილ სააკაშვილის გარშემო კონსოლიდაცია, ჩვენი მეცადინეობით ადვილი აღარაა. მე დარწმუნებული ვარ დღეს აქ ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იქნებოდა, ჩვენ რომ არ შეგვერცხვინა საკუთარი თავი. მაგრამ მე პირობას ვაძლევ პარტიის ამომრჩეველს, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად, როგორც სხვების მოვალეობაცაა და ამას არ სჭირდება პარტიული თანამდებობა.

ამბობს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელიც პარტიის ოფისში მივიდა. სასამართლომ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა

კომენტარები