პაკისტანი

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი პერვეზ მუშარაფი, რომელმაც ძალაუფლება 1999 წელს უსისხლო გადატრიალების შედეგად მოიპოვა, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქვეყნის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი ლიდერი, რომელიც 2001 წლიდან 2008 წლამდე იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დუბაიში გარდაიცვალა. მისი ცხედარი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პაკისტანში სპეციალური რეისით დაბრუნდება. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი Geo News ავრცელებს.

პაკისტანის სამხედროებმა და პაკისტანის პრემიერმინისტრმა შეჰბაზ შარიფმა "გულწრფელი მწუხარება" გამოთქვეს ექს-პრეზიდენტის გარდაცვალების გამო.

“ალლაჰმა აკურთხოს გარდაცვლილი სული და ძალა მისცეს დაღუპულთა ოჯახს.” - წერია განცხადებაში.


მუშარაფის მმართველობა უკიდურესობებით გამოირჩეოდა. ზოგიერთი მას ლიდერობის დროს ქვეყნის ეკონომიკური ბედ-იღბლის შემობრუნებას მიაწერდა.

1999 წლის გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მუშარაფი მრავალი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა - აღმოჩნდა მილიტარულ ისლამსა და დასავლეთს შორის ბრძოლის წინა ხაზზე.

მას შემდეგ, რაც 2001 წლის 11 სექტემბერს ისლამისტი მებრძოლები შეერთებულ შტატებში სამიზნეებს დაესხნენ თავს, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მუშარაფისადმი მესიჯი ამგვარი იყო: "თქვენ ან ჩვენთან ხართ ან ჩვენს წინააღმდეგ." მუშარაფმა მხარი დაუჭირა აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმოებულ სამხედრო კამპანიას მეზობელ ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დასამხობად.

2002 წლის იანვარში მან მკაცრად დაგმო ექსტრმიზმი და პირობა დადო, რომ პაკისტანში ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ იბძოლებდა. მან ასევე აკრძალა ისლამური განათლების ცენტრები და პაკისტანში ისლამური სწავლებისთვის ჩასული უცხოელი სტუდენტების რაოდენობაზე ზღვარი დააწესა.

2008 წლისთვის მუშარაფი არჩევნებში დამარცხდა და იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. მისი პოლიტიკური კარიერა საბოლოოდ დასრულდა დაპატიმრებით - 2019 წელს მას სიკვდილით დასჯა სამშობლოს ღალატისთვის დაუსწრებლად მიესაჯა.

მან 2016 სამედიცინო დახმარების მისაღებად პაკისტანი დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასჯელი არასდროს აღსრულებულა. 

„მას სამხედრო დიქტატორს ეძახიან, მაგრამ მასზე ძლიერი დემოკრატიული სისტემა არასოდეს ყოფილა [...] პერვეზ მუშარაფი ხელმძღვანელობდა პაკისტანს ძალიან რთულ დროს და პაკისტანელები თვლიან, რომ მისი მმართველობის ეპოქა ერთ-ერთი საუკეთესო იყო პაკისტანის ისტორიაში. ”, - თქვა ფავად ჩაუდჰურიმ, მუშარაფის ყოფილმა თანაშემწემ.

კომენტარები