საქართველო-ევროკავშირი

ჰერჩინსკი ანგარიშზე: რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით მეტი მუშაობაა საჭირო

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. 

მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხს 33 სხვადასხვა სექტორში. 

რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით  საჭიროა მეტი მუშაობა და, რასაკვირველია ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია.

ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. ევროკომისიამ საქართველოზე ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი თბილისის მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადს ეხება და შეფასებულია, რამდენად შეუძლია ქვეყანას  ვალდებულებების შესრულება. ანგარიშვის მიხედვით, "საჭიროა დამატებითი ძალისხმევა EU-ს საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრისთვის". 

კომენტარები