მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: თვითდაზიანებას რომ ადგილი ჰქონდეს, ზიარების უფლებას არ მივცემდი

მე ოდნავ ეჭვი მაინც რომ მქონდეს, რომ ის [მიხეილ სააკაშვილი] თვითდაზიანებით არის დაკავებული, მას არავითარ შემთხვევაში ზიარების უფლებას არ მივცემდი. იმიტომ, რომ თვითდაზიანება თვითმკვლელობაა. მინდა გითხრათ, რომ ის აღსარებას ამბობს [...] აქ რომ თვითდაზიანებას ადგილი ჰქონდეს, მე მას ზიარების უფლებას არავითარ შემთხვევაში არ მივცემდი, ვინც არ უნდა იყოს ის. დანარჩენი, რაც შეეხება იმას, რომ ეს ადამიანი ჩვენს თვალსა და ხელს შუა ყველანაირ კრიტიკულ ზღვარს გადაცდა [...] სირცხვილი არ არის იმის აღიარება, რომ საქართველოში სამედიცინო სამსახური ისეთი განვითარებული არ არის, რომ ასეთი ტიპის პაციენტებს სრულყოფილი მკურნალობა შესთავაზონ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მისი მთავარი უფლება რაც არის, სიცოცხლის უფლება - მისთვის ეს უფლება არავის ჩამოურთმევია, მათ შორის, არც სასამართლოს, ამიტომ, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა და მისი გამოჯანმრთელება აუცილებელია.

თქვა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან საუბარში. იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე და ქართული ოცნების სხვა არაერთი წევრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში. 

კომენტარები