მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

კალაძე: მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში

ხელისუფლება და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება ყოველთვის დაცული იყოს. ამას აკეთებს 2012 წლიდან მოყოლებული. 2012 წლამდე საპატიმროებში რა ხდებოდა, მე ამაზე ახლა ხაზს არ გავუსვამ [...] ჩვენ გვაქვს ფაქტი - ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი], რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში. ამის მიზანი და მთავარი ამოცანა ის არის, რომ თავისი PR კამპანიითა და უცხოელების ჩართულობით, როგორმე, მისი ციხიდან დახსნა მოხდეს, რაც შეუძლებელია. ამ ადამიანმა კონკრეტული დანაშაულები ჩაიდინა და მას პატიმრობა კონკრეტულ საქმეებზე აქვს მისჯილი.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

კომენტარები