ტაქსების რეფორმა

1 აპრილიდან A კატეგორიის ტაქსებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმა საავტობუსო ზოლში შეეძლებათ

A კატეგორიის მანქანის მძღოლებს მგზავრების მომსახურებისას საავტობუსო ზოლში გადასვლა შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

"1 აპრილიდან  ვგეგმავთ, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საავტობუსო ზოლში გადავიდეს, გააჩეროს, მგზავრი აიყვანოს ან ჩამოსვას. მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლება A კატეგორიის ანუ თეთრი ფერის, შესაბამისი მანიშნებლის ტაქსის მძღოლებს". – აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის ცნობით, ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მერია აქტიურად მუშაობს, ხოლო დეტალური ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი. 

"ბევრს ჰგონია, რომ ეს რაღაც მარტო ჩემი ინიციატივებია. არ იფიქროთ, მეგობრებოო, მე არანაირი გამოცდილება არ მაქვს ამაში. შეიძლება ბევრი მქონდეს ნანახი თუ როგორ კეთდება ევროპულ ქვეყნებში და როგორ ახორციელებენ ამ ტიპის რეფორმებს. ზუსტად იგივე კეთდება ჩვენი სპეციალისტების, ქართველი და უცხოური ექსპერტების ჩართულობით". – თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები