ტაქსების რეფორმა

კახა კალაძე: ტაქსების რეფორმა დასრულებული არაა, იქნება შემდეგი ეტაპები

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ტაქსების რეფორმა დასრულებული არაა და იქნება შემდეგი ეტაპებიც. ამის შესახებ კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

"ამაზე ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებასა და ტაქსის მძღოლებს, რათა ეს სერვისი და მიმართულება, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, იყოს გამართული და მოწესრიგებული. ავტომობილები იყოს სუფთა, რომ ადამიანს სიამოვნებდეს ტაქსით მგზავრობა დედაქალაქში. სწორედ ამიტომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს მომავალში". – ამბობს კახა კალაძე.

ტაქსების რეფორმა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა ფერისა და მანათობლის სტანდარტი.

კომენტარები