დემოკრატია საქართველოში

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველო ჰიბრიდულ რეჟიმად რჩება

ცესკო

გამოცემა The Economist-მა გამოაქვეყნა დემოკრატიის ყოველწლიური ინდექსი. 2022 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველო გასულ წელთან შედარებით ერთი ადგილით დაწინაურდა და 91-ედან 90-ეზე გადაინაცვლა, თუმცა ქვეყანა კვლავ ჰიბრიდული რეჟიმის მქონე სახელმწიფოთა სიაში რჩება.

საქართველოს საერთო ქულა 10-დან 5.2 არის. ჯამური ქულის მისაღებად შეფასებულია 5 მიმართულება: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკაში მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები. ყოველი კრიტერიუმი 10 ქულით ფასდება. ყველაზე დაბალი შეფასებამ საქართველომ მთავრობის ფუნქციონირებაში მიიღო. ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი – 7;
  • მთავრობის ფუნქციონირება – 3.57;
  • პოლიტიკაში მონაწილეობა – 6.11;
  • პოლიტიკური კულტურა – 3.75;
  • სამოქალაქო თავისუფლებები – 5.59.

დემოკრატიის ინდექსში ქვეყნები დაყოფილია ოთხ კატეგორიად: სრული დემოკრატია, დემოკრატია პრობლემებით, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი. შეფასებულია 165 სახელმწიფო და 2 ტერიტორია.

კომენტარები