ოსკარი 2023

ამერიკის კინოაკადემია ანდრეა რაიზბოროს ოსკარის ნომინაციას არ ჩამოართმევს

BBC

ამერიკის კინოაკადემიამ ბრიტანელ მსახიობს, ანდრეა რაიზბოროს ნომინაცია შეინარჩუნა. რამდენიმე დღის წინ აკადემიამ გამოძიება წამოიწყო, წარმომადგენლების თქმით შესაძლოა რაიზბოროს ნომინაცია არაკეთილსინდისიერად წარმოებული პიარ კამპანიის დახმარებით ჰქონდა მიღებული, როგორც ჩანს შიდა გამოძიებამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა.

ამერიკის კინოაკადემია გამოძიების დაწყების გამო მრავალმა მსახიობმა და კინოსფეროს წარმომადგენელმა გააკრიტიკა.

"უბრალოდ სასაცილოა, რომ იძიებენ ნომინაციას, რომელიც მოულოდნელად(რაც ნიშნავს, დახარჯული ფულის გარეშე) მიიღო მსახიობმა ბრწყინვალე შესრულებისთვის". – წერს მსახიობი კრისტინა რიჩი.

იანვრის დასაწყისში, ნომინანტებისთვის ხმის მიეცემი პერიოდში, რაიზბოროს მხარდამჭერი მასშტაბური კამპანია წამოიწყო, რომელშიც კოლეგას მხარს უჭერდნენ ქეით უინსლეტი, შარლიზ ტერონი, გვინეტ პელტროუ, ქეით ბლანშეტი, ჯეინ ფონდა, ედვარდ ნორტონი და ემი ადამსი. მსახიობები მოუწოდებდნენ ხმის მიმცემებს, ყურადღებაა მიექციათ რაიზბოროს ნიჭისა და შესრულებისთვის.

ოფიციალურად აკადემია პიარ-კამპანიებს არ კრძალავს, მაგრამ რამდენიმე კონკურენტი სტუდიის განცხადებით რაიზბოროს შემთხვევაში გამოყენებული იყო აგრესიული ტაქტიკა. ამერიკის კინოაკადემია ვალდებულია გადაამოწმოს მსგავსი შემთხვევები, თავად რაზიბოროს კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია.

ოსკარის ისტორიაში ნომინანტის დისკვალიფიკაცია სულ ცხრაჯერ მოხდა, აქედან ერთხელ ნომინაცია ჩამოართვეს ჩარლი ჩაპლინს. რაიზბოროსთვის ნომინაციის გაუქმების შემთხვევაში, მის ადგილზე სხვა მსახიობს შეარჩევენ.

კომენტარები