ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხატია დეკანოიძე ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საქართველოს პარლამენტი

ხატია დეკანოიძე ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. დეპუტატის თქმით, ის შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. 

"მე ვაპირებ მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, დავტოვო საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი და რეალურად, უკვე ამის შემდეგ რალურად მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მე ვფიქრობ არის პოპულისტური, მაგრამ მაინც საზიანო პარტიისთვის".- ამბობს დეკანოიძე. 

მას შემდეგ რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, პარტიული თანამდებობები დატოვეს აკო მინაშვილმა, ბაჩო დოლიძემ და გიორგი პატარაიამ. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა კობა ნაყოფიამაც. 

კომენტარები