ვკითხოთ ჩვენს მომხრეებს, პარტიის წევრებს რას ფიქრობენ ისინიც ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში ყოფნასთან დაკავშირებით. რა სარგებელი მოაქვს ჩვენს პარლამენტში ყოფნას, იმის გარდა, რომ ვზივართ მანდ და რა? რამე ერთი რეზოლუცია, ერთი გადაწყვეტილება, აი, რა სარგებელი მოაქვს, ერთი არგუმენტი დაასახელოს ვინმემ ჩვენი პარლამენტში ჯდომის, იმ პარლამენტში, რომლის შედეგებს დღემდე არავინ ეთანხმება. უკაცრავად და შევედით და ვზივართ იქ. მაშინ შესვლის დროს იყო ბევრი არგუმენტი თითქოს, რომ ბევრ რაღაცას გავიტანდით, ბევრ რაღაცა სარგებელს მოვუტანდით ბრძოლას და რა? დამისახელეთ, აი, ერთი პლუსი ჩვენი იქ ყოფნის.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ნაყოფია: ერთი არგუმენტი დამისახელეთ, რა სარგებლობა მოაქვს ენმ-ის პარლამენტში ყოფნას?
tbl.ge/697j
დაკოპირდა

ფორმულასთან საუბარში ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, კობა ნაყოფია, რომელმაც თანამდებობა დატოვა გუშინ, 30 იანვარს, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




