სააკაშვილმა პრინციპში დაადასტურა, რომ არის ჩვეულებრივი აგენტი. იმასაც კი არ [ეუბნებიან] თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში საქართველოში. მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში, რაც ასევე სამწუხარო მოვლენაა. ეს ადამიანი პრაქტიკულად აღიარებს, რომ არის აგენტი. ქვეყანას 9 წელი მართავდა და ამის გამო მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობამდეც მიიყვანა. ასეთი პრეზიდენტები მომავალში საქართველოში არ უნდა ვიხილოთ. ზოგადად, ასეთი ადამიანები პოლიტიკის წინა პლანზე საქართველოში აღარ უნდა იყვნენ.
tbl.ge/6971
დაკოპირდა

ტელეკომპანია იმედის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. გერმანული გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, ხალხი, რომლებმაც მისი დაბრუნება დაგეგმეს, რუსეთის აგენტები იყვნენ.
სააკაშვილის სიტყვებზე საუბრისას 28 იანვარს გიული ალასანიამ თქვა, რომ აგენტებზე საუბარი სპეკულაციაა და მათში სააკაშვილი ქართველებს – მის თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს არ გულისხმობდა.
ამავე თემაზე
- იოსელიანი: სააკაშვილს დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას გავაგრძელებ
- სააკაშვილი: პოლიტიკური მიმოხილვების დრო არაა, აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო
- იუსტიცია: თუ პირობებს დააკმაყოფილებენ, მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვაზე თანახმა ვართ
- სააკაშვილი: მზად ვარ, სახალხო დამცველს შევხვდე – სასურველია, შაბათ-კვირას
- ჩალაძე: უკვე ერთი კვირაა ყოვნდება პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტი